თეგებით ძიება
11. 09. 2016 News-ები

ქართული ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიას შეასრულებს

ქართული ოცეული საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიას შეასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მის ფრანგ კოლეგასთან შეხვედრისას შეთანხმდა.
როგორც იზორიამ განაცხადა, აღნიშნული მას შემდეგ განხორციელდება, რაც საკითხზე ტექნიკური შეთანხმება გაფორმდება.
”ჩვენ გვქონდა საუბარი სამხედრო განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე. ამ მიმართულებით უფრო გაიზრდება გაცვლის პროგრამა, უფრო მეტი კადეტი შეძლებს საფრანგეთში სწავლას და ეს მისასალმებელია. ჩვენ აღვნიშნეთ სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საჰაერო-თავდაცვის კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა საქართველო-საფრანგეთს შორის, ეს ხელშეკრულება არის ძალაში და პირობები შესრულდება”, - განაცხადა იზორიამ.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა