თეგებით ძიება
11. 09. 2016 News-ები

ქართველი ემიგრანტი ამერიკიდან - „მე უბრალოდ მინდა....“

ცისნამი საყვარლიშვილი:


"God bless America! ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოში ერთ - ერთი ზემძლავრი სახელმწიფო, მაღალგანვითარებული ეკონომიკითა და ცხოვრების დონით. ნიუ - იორკი, ქვეყნის უდიდესი ქალაქი, მანჰეტენის კუნძულზე გაშენებული. 2001 წლის 11 სექტემბერი, თარიღი, რომლის გახსენება ახლაც შიშსა ჰგვრის ყველა ამერიკელს და არამარტო ამერიკელს, არამედ მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნის შვილებს. ისტორიის მტკივნეული, ტრაგიკული ფურცლები, რომელმაც დაღი დაასვა მსოფლიო ისტორიას და 3 000 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 4 გატაცებული თვითმფრინავი აშშ- ს წინააღმდეგ და მისივე ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული აქტი. ორი გიგანტური ავიალაინერი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს, "ტყუპებს" დაეჯახა და მთლიანად გაანადგურა; მესამე- ვაშინგტონში, პენტაგონის - თავდაცვის დეპარტამენტის შენობას დაეცა, მეოთხე კი პიტსბურგის მიდაოებში, მინდორში ჩამოვარდა, თუმცა, როგორც ყველამ ვიცით, მისი დანიშნულების ადგილი თეთრი სახლი იყო. სწორედ ამ დღიდან იწყება, "ცივი ომის" შემდგომ ვითომდა მიძინებული დაპირისპირება დასავლეთსა და აღმოსავლეთის ცივილიზაციებს შორის. ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა მეორემ, დაუყონებლივ საომარი მოქმედებები გამოაცხადა და ამ ომს "ომი ტერორიზმთან" უწოდა, რომელიც მსოფლიოში წესრიგსა და მშვიდობის დამკვიდრებას შეეცდებოდა. როგორც ვიცით, ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდას ლიდერმა, ოსანა ბინ ლადერმა აიღო თავის თავზე და საკუთარ მომხრეებს "ისლამის გუშაგები" უწოდა. ფუმდამენტალური იდეოლოგიით შეპყრობილი ადამიანები ტერორიზმს "ჯიჰადს" ანუ "საღვთო ბრძოლას", "წმინდა ომს" უწოდებენ და მზად არიან საკუთარი სიცოცხლეც კი გაწირონ ისლამის გულისთვის, რადგან თვლიან, რომ ამ გზით ისინი ეგრევე სამოთხეში მოხვდებიან. "ომი ტერორიზმთან" მოიცვა მთელი მსოფლიო და აშკარა იყო დაპირისპირება, ორ დიდ ცივილიზაციასთან, ( დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, სადაც ქრისტიანული და ისლამური სამყარო მოიაზრება), თუმცა რა იყო ამ "ცივილიზაციათა შეხლის", ნამდვილი მიზეზი დღემდე მკვლევარების დავის საგანია. ამ ომის ხასიათის ასახსნელად მრავალი თეორია იქნა შემუშავებული. მაგალითად, როგორც სემუელ ჰანთიგტონი თავის ნაშრომში: "ცივილიზაციათა შეჯახება" იუწყება, 21 საუკუნეში კონფლიქტები "განსხვავებულ ცივილიზაციებთან" ( გლობალიზაციის საწინააღმდეგოდ ) - კულტურული, და არა ეკონომიკური ან იდეოლოგიური ხასიათის მატარებელი იქნებოდა. რამდენად იყო ეს მოვლენა, კულტურული ხასიათის მატარებელი ამას ალბათ ისტორია შეაფასებს. მე უბრალოდ მინდა მშვიდობა ვუსურვო ამერიკას, მთელ მსოფლიოს და ხმამაღლა წარმოვთქვა: " God bless world, God bless America!"

ქართველი ემიგრანტი ამერიკიდან - „მე უბრალოდ მინდა....“



ავტორი: ნათია ჩაფიძე
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა