თეგებით ძიება
11. 09. 2016 News-ები

სწორი კვება წონის დასაკლებად: ტოპ 10 რჩევა

სწორი კვება წონის დასაკლებად: ტოპ 10 რჩევა

1. შეინარჩუნეთ ენერგია
ორგანიზმმა ენერგეტიკული თვალსაზრისით იმდენი საკვები უნდა მიიღოს, რამდენ ენერგიასაც ის დახარჯავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ მიირთვით მაღალკალორიული საკვები მაგალითად: შაქარი, ნამცხვარი, კარტოფილი. მაშინ თქვენ მოგიწევთ ვარჯიში იმისთვის, რომ კალორიები დაწვათ.

2. რეჟიმის შერჩევა
თქვენ უნდა აირჩიოთ კვების სწორი რეჟიმი. ამისთვის უნდა შეადგინოთ მენიუ გასახდომად.

3. კალორიების რაოდენობა
იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ ნორმალური ფიზიკური ფორმა ყოველდღიურად უნდა მოიხმაროთ არაუმეტეს 1200 კალორიისა, მაგრამ თუ თქვენ გსურთ გახდომა ეს რიცხვი უნდა შეამციროთ 800 კალორიამდე.

4. ვიტამინები
თქვენს ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად შეიტანეთ ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით ციტრუსი და ანანასი. მაგრამ ფრთხილად იყავით ტკბილ ბანანთან, ნესვთან, მსხალთან-ისინი შეიცავენ დიდი ოდენობით კალორიებს.

5. ტკბილეული
ეცადეთ მოიხმაროთ ცოტა ტკბილეული. მიირთვით ტკბილეული, რომელიც შეიცავს ნაკლებ ცხიმს. მაგრამ ზოგჯერ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ტკბილეულის მირთმევა მაგალითად შოკოლადის, რომელიც აუმჯობესებს განწყობას და ხსნის სტრესს.

6. კვების კულტურა
ტრაპეზის დროს ეცადეთ დიდხანს ღეჭოთ ლუკმა. ასევე ეცადეთ ამ დროს არ უყუროთ ტელევიზორს, არ იკითხოთ და არ ისაუბროთ. იფიქრეთ იმაზე რასაც ჭამთ, იგრძენით გემო.

7. ჩაანაცვლეთ პროდუქტები
ჩაანაცვლოთ მაღალკალორიული პროდუქტები. მაგალითად ცხიმიანი ღორის ხორცის ნაცვლად მიირთვით ქათმის ხორცი, შაქარი ჩაანაცვლეთ თაფლით.

8. მცირე პორციების ეშმაკობა
სანამ რაიმეს მიირთმევთ, ყველაფერი დაჭერით, როდესაც მიირთმევთ რატომღაც გეგონებათ, რომ ბევრს ჭამთ.

9. დალიეთ წყალი
მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში მიიღოთ 1,5 ლიტრ წყალზე მეტი.

10. ვახშამი
ვახშამი მიირთვით 2-3 საათით ადრე ძილამდე და არა უგვიანეს 19:00-20:00 საათისა.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა