თეგებით ძიება
12. 09. 2016 News-ები

უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა შესაძლოა, ვანო მაჭავარიანმა დაიკავოს

უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე კანდიდატურების განხილვა დაიწყო. ეს პოსტი ვაკანტური გახდა ირინა იმერლიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენის შემდეგ.

საბჭოს მდივნობის მთავარ კანდიდატად მისი მოქმედი მოადგილე ვანო მაჭავარიანი სახელდება. კურიერთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი არც ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მას პრეზიდენტთან შეხვედრისა და მოლაპარაკების შემდეგ ექნება.

“ჯერ ეს საკითხი არ გადაწყვეტილა. შევიკრიბებით, დავილაპარაკებთ და პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიხედვით გავაკეთებთ. კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ პრეზიდენტი წასული იყო, ჩამოვიდა, შევხდებით და მერე უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტია რას და როგორ ვიზამთ,“ - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა