თეგებით ძიება
13. 09. 2016 News-ები

15 სექტემბერს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, 15 სექტემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა 16:00 საათზე არის ჩანიშნული. ეკა მიშველაძის განმარტებით, სხდომის მდივანი ირინე იმერლიშვილი იქნება.

ეკა მიშველაძის თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხები სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცება და თავდაცვის სამინისტროს რეფორმირება იქნება.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ვიცე სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა ვანო მაჭავარიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით, სადაც კობახიძე მაჭავარიანის ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირზე აკეთებს აქცენტს.

„ვანო მაჭავარიანი არასოდეს ყოფილა არცერთი პარტიის წევრი, ის არის მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი. უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება და პრეროგატივაა,"- განაცხადა მიშველაძემ.

გიორგი მარგველაშვილს უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის დასახელება სექტემბრის ბოლომდე შეუძლია, ვიდრე ირინა იმერლიშვილი ახალ პოსტზე გადაინაცვლებს. ოქტომბრიდან ის პრეზიდენტის წარდგინებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ განაგრძობს საქმიანობას.

ავტორი: ანა წერეთელი.
rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა