თეგებით ძიება
http://vod.rustavi2.com/iframe/vod.php?s=news portal/2016/Seqtemberi/13/12 usupa ilve.mp4&c=vodr2live
13. 09. 2016 News-ები

"სირცხვილია ბატონო ბიძინა"- დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს პასუხობს. პარლამენტის თავმჯდომარე ამ წუთებში მედიას ხვდება და განმარტებას აკეთებს ყოფილი პრემიერის ბრალდებებზე. მათ შორის საუბარი შეეხო საკონსტიტუციო კომისიის მუშობას.

„მე ორმაგად ვწუხვარ, რომ ამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი არის ბიძინა ივანიშვილი. მე ჯერ კიდევ მინდა მჯეროდეს, რომ ის არის მსხვერპლი არასწორად მიწოდებული ფაქტების, ინტერპრეტაციების და თავად შეგნებულად არ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას. ჩვენ, პოლიტიკოსებმა შეგვიძლია ბევრი რამ ვარგოთ ქვეყანას, მაგრამ შეგვიძლია ბევრი რამ ვავნოთ კიდეც და ჩვენი მხრიდან საზოგადოებისთვის ვნების მოტანის ერთ-ერთი გზაა, როდესაც ჩვენი სიტყვები უფასურდება. მე არ მინდა, რომ პოლიტიკოსების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები უფასურდებოდეს იმ ტიპის არასწორი ფაქტების ტირაჟირებით, რომელიც გუშინაც მოვისმინეთ.

"ეს ეხებოდა კონკრეტულად საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას. კომისიის მუშაობის პროცესში პირადად ჩემს წვლილს, ასევე რესპუბლიკელების. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე ჩვენ თითი თითზე არ დაგვიდია, მეტიც თურმე ჩვენი ბრალია, რომ საქართველოში პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების გზით აირჩევა. მე ძნელად წარმომიდგენია ამაზე უფრო უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი ბრალდებები.

"მე მინდა მივმართო ყველას, ოპონენტებს, მა შემთხვევაში ქართული ოცნების ლიდერებს, ვიკამათოთ ფაქტობრივად, ვიკამათოთ საგნებზე და ნუ გვექნება ყველაფერი აგებული სიცრუეზე. თუ სხვა ვერაფერს მიძებნით ნაკლს, ბარემ გამოდით და ესეც თქვით,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ იმუშავა არა ოთხი წლის განმავლობაში, არამედ წელიწადისა და 7 თვის განმავლობაში. მისი განმარტებით, ამ ხნის განმავლობაში კომისიაში შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელშიც არის 101 ძალიან კონკრეტული წინადადება. უსუფაშვილის თქმით, დოკუმენტის ნახევარზე მეტი მომზადებულია ვახტანგ ხმალაძის და რესპუბლიკელების მიერ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული ოცნების „ნაღვაწი“ ძალიან მცირეა აღნიშნული დოკუმენტში. მისივე თქმით, კომისიამ ვერ შეძლო გადაწყვეტილებების მიღება პირველ რიგში იმიტომ, რომ მას ბოიკოტი გამოუცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ. მისივე თქმით, მან არაერთხელ გააკეთა განცხადება, თუმცა კომისიის წევრების მხრიდან რეაქცია მის განცხადებებს არ მოჰყოლია.

„მეუბნებიან რომ თითი თითზე არ დამიდია, საკონსტიტუციო მუშაობა ჩავაგდე და ასე შემდეგ. სირცხვილია ბატონო ბიძინა, არ შეიძლება. ამის მთქმელს სხვას აღარაფერს დაგიჯერებს ქართველი ხალხი და მე არ მინდა ქართველი ხალხი დარჩეს უავტერიტეტო ლიდერების ანაბარა,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა