თეგებით ძიება
13. 09. 2016 News-ები

გორში მამაკაცი დაჭრეს

გორის ცენტრში, ცაბაძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაჭრილი 40-წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელიც ამავე ქუჩის მცხოვრებია.
მეზობლების განცხადებით, დაზარალებული გორის სამხედრო ჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძოებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ბასრი საგნით დაზიანება ველოსიპედით მოძრავმა პირმა მიაყენა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
რაც შეეხება მოტივს, ის ამ დროისთვის უცნობია.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა