თეგებით ძიება
13. 09. 2016 News-ები

რატომ არ გჩუქნით მამაკაცი საჩუქრებს: ეძიეთ მიზეზები საკუთარ თავში

რატომ არ გჩუქნით მამაკაცი საჩუქრებს: ეძიეთ მიზეზები საკუთარ თავში

არ მოითხოვოთ
თუ მამაკაცი საჩუქრებს არ გჩუქნით, მას ამის გამო საყვედური არ უთხრათ. თავდაპირველად შეგიძლიათ მიანიშნოთ \'\'რა ლამაზი ყელსაბამია\'\', ან \'\'ყოველთვის მინდოდა ამ სპექტაკლის ნახვა\'\'. მთავარია არ დააზიანოთ მამაკაცის თავმოყვარეობა.

სწორად გამოხატეთ ემოციები
როდესაც მამაკაცი გჩუქნით საჩუქარს ის თქვენგან პოზიტივს ელოდება, მას სურს, რომ მხიარული დაგინახოთ. თქვენც გაიღიმეთ და გადაუხადეთ გულწრფელი მადლობა.

საქმე ყვავილებშია
სხვათა შორის უამრავი მამაკაცი თვლის ყვავილებს უსარგებლოდ და ამ მოსაზრებას ბევრი ქალბატონი ეთანხმება. მაგრამ სინამდვილეში თქვენ სულით და გულით რომანტიკოსი ხართ და ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება მის გარეშე. თუ პარტნიორი არ გჩუქნით ყვავილებს მაშინ ეცადეთ ის რამენაირად მიანიშნოთ, რომ ყვავილები გიყვართ.

დააფასეთ საკუთარი თავი
მამაკაცს აგრძნობინეთ, რომ თქვენ თავს აფასებთ. ქალები, რომლებიც არიან მოკრძალებულნი და მორცხვები, დაბალი თვითშეფასებითა და კომპლექსებით ნაკლებად იზიდავენ მამაკაცებს. მაგრამ დასაწყისისთვის თქვენ უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის და იმის, რომ თქვენ საუკეთესო საჩუქარი ხართ პარტნიორისთვის.

დამოუკიდებლობა ცუდია
მამაკაცებს იზიდავთ ძლიერი და წარმატებული ქალები. მაგრამ თუ მის წინაშე ხშირად არ წარმოაჩენთ დამოუკიდებლობას კარგს იზამთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ბუნებით ქალი უნდა იყოს მამაკაცზე სუსტი, უფრო დაუცველი და ნაზი.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა