თეგებით ძიება
13. 09. 2016 News-ები

ალეკო ელისაშვილს აფრთხილებენ, რომ მას საფრთხე ემუქრება

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ "ოცნებიდან", შსს-დან და უშიშროებიდან აფრთხილებენ, რომ მას საფრთხე ემუქრება.

"მითვლიან, რომ თვით ბატონი ბიძინას დავალებაა, მე რაღაც დამმართონ და გამანეიტრალონ," - წერს ალეკო ელისაშვილი და აცხადებს, რომ ის გაჩუმებას არ აპირებს.

"ძლივს დავისვენე ოჯახთან ერთად ზღვაზე 10 დღე და ჩამოსვლისთანავე ყველა მხრიდან მითვლიან, რომ დიდი საფრთხის ქვეშ ვარ, რომ რაღაცას მიმზადებენ, რომ თვით ბატონი ბიძინას დავალებაა, რომ მე რაღაც დამმართონ და გამანეიტრალონ. ამას მითვლიან ოცნებიდან, შსს-დან, უშიშროებიდან ნაცნობ-უცნობები, ახლობელ-ნაკლებახლობლები. მირჩევენ, ვიარო ფრთხილად," - წერს ელისაშვილი და იქვე აღნიშნავს, "თავის მოკვლას არ ვაპირებ, შანსი არაა - თუ ასე გამოაცხადეს GDS-მა და სხვებმა, "ზნაჩიტ" ეგ იყო გეგმა და არ დაიჯეროთ. დანარჩენზე კიდე მეცინება".

"ჩემ ქალაქში ფეხისწვერებზე სიარულს არ ვაპირებ, დავდიოდი და ვივლი ფეხით, თამამად და გულიანად. თუ უბრალოდ ჩემი შეშინება გინდათ, ამაოდ ირჯებით. თუ გაინტერესებთ, რატომ, აბრძანდით ჩემ საგვარეულო სოფელში, ხაშურის რაიონის სოფელ სავანისუბანში, რამოდენიმე ელისაშვილს შეხვდით და მიხვდებით, რატომ ვართ ეგეთები. ისე კი მთელი სახელმწიფო და მმართველი პარტია მე რომ მებრძვით და შეშინებას ცდილობთ, თქვენ თავს არ ეკითხებით, რატომ გაკრიტიკებთ? რატომ დაგიპირისპირდით და რატომ გადავიქეცი დაუნდობელ ოპოზიციონერად? ვისაც სინდისი აქვს, იმას ვეკითხები, თორე ირაკლი და დანარჩენ კობახიძეებს და კიდე სიაში 11 ნომერი რომაა იმ ქალს, არც მივმართავ," - წერს ელისაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა