თეგებით ძიება
http://vod.rustavi2.com/iframe/vod.php?s=news portal/2016/Seqtemberi/18/ps kodoris specoperacia.mp4&c=vodr2live
18. 09. 2016 News-ები

რუსული სპეცსსამსახურები საქართველოში

9 წლის წინ, 2007 წლის სექტემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის ბურუსით მოცული გაგრძელება - მაშინ ქართულმა სპეცრაზმმა რუსი დივერსანტები გაანადგურეს, მათ შორის იყო რუსული სპეცსამსახურების 2 თანამშრომელი. ამ ფაქტს რუსეთის მხირიდან მუქარა მოჰყვა.

სწორედ ამ მუქარის შემდეგ კოდორი 2007-ის მონაწილე 6 სამხედრო ერთმანეთის მიყოლებით, ძირითადად 2014 წელს დაიღუპნენ.

ერთ-ერთი დაღუპული სპეცრაზმელის ძმა პოსტსკრიპტუმთან ყვება, რომ სპეცრაზმელების დაღუპვის საქმეში რუსეთი ფიგურირებს.

ვანო ივანიძის ძმა, დავით ივანიძე, რომელიც ახლა საფრანგეთში ცხოვრობს ამბობს, რომ სპეცრაზმელების დაღუპვის საქმე ბურუსით არის მოცული. იგი აცხადებს, რომ ქართული ოცნება რუსეთის დავალებებს ასრულებს და კოდორი 2007-ის მონაწილე სპეცრაზმელებს იშორებს.

როგორც დავით ივანიძე ამტკიცებს, მისი ძმა 2014 წელს კოდორის სპეცოპერაციის დეტალებზე სასაუბროდ პროკურატურაში დაიბარეს. დავით ივანიძის თქმით, უწყებიდან დაბრუნებული ივანე ივანიძე იხსენებდა, რომ პროკურორებს დავალებებს რუსი ეროვნების პირებისგან იღებდნენ. ირკვევა, რომ ივანიძეს მისი დაკითხვა ფარულად ჰქონდა ჩაწერილი.

ვანო ივანიძე ჟურნალისტს რუსუდან მჭედლიძეს ფარული ჩანაწერის გადაცემას დაჰპირდა. შეხვედრა 2014 წლის აპრილში უნდა შემდგარიყო, თუმცა ივანიძე დათქმულ დროს ჟურნალისტთან არ გამოცხადდა. ვანო ივანიძე სწორედ იმ დღეს ავარიაში მოყვა.

დავით ივანიძე მომხდარი ავარიის საეჭვო გარემოებებზე საუბრობს, რაც მისი მტკიცებით ივანე ივანიძის მკვლელობაზე მიუთითებს.

ოფიციალური ვერსიით ივანიძე ავარიის შედეგად სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო დაიღუპა.

დავით ივანიძე ძმის საქმის გამოძიებას და საქმიდან გამქრალი საეჭვო გარემოებების დაბრუნებას ითხოვდა. იგი აცხადებს, რომ სწორედ ამ მოთხოვნების გამო ის უცნობმა პირებმა სცემეს და გააფრთხილეს, რომ მისი ძმის საქმისთვის თავი დაენებებინა.

კოდორი 2007-ის კიდევ ერთი მონაწილის, შალვა თათუხაშვილის მამაც ამტკიცებს, რომ მისი შვილი მოკლულია. ოფიციალური ვერსიით ის სუნთქვის მწვავე უკმარისობთ დაიღუპა. გენერალი თათუხაშვილი ამბობს, რომ 6-ივე სპეცრაზმელი, ვინც სხვდასხვა დროს გაურკევევლ ვითარებაში დაიღუპა, მოკლულია.

ავტორი: ნოდარ მელაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა