თეგებით ძიება

„ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრი, რომელმაც მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენები საარჩევნო ყუთში ჩაყარა, დაკავებულია

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, "ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრი, რომელიც მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში ყრიდა, დაკავებულია.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„სულ რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, ყველა ინციდენტზე არის პასუხი. სხვათა შორის, ერთი რამეც უნდა ითქვას ბრალდებებთან და ხმის მრავალჯერ მიცემასთან დაკავშირებით, გუშინ, ნახეთ, ოდირის ხელმძღვანელს კითხეს კიდეც, მან დაასახელა ერთი ფაქტი, მარნეულის შემთხვევა, ის ადამიანი დაკავებულია და საქმის გამოძიება მიდის.

მეორე ფაქტი იყო, რომელზეც სხვათა შორის, საჩივარი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასაც აქვს დაწერილი, ეხება „ლელოს“ წარმომადგენელს. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ „ლელოს“ წარმომადგენელი იყო, რომელიც ბიულეტენების ჩაყრას ცდილობდა. ასე რომ ინციდენტი თუკი, რამე იყო, ყველაზე პასუხი გაცემულია. საჩივრებია შეტანილი, ყველა მათგანი განხილული იქნება, მაგრამ ყველა ამ ტყუილს, პასუხი გაეცემა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა