"უბედურებაა, ერთ ციდა ქვეყანაში, ერთმანეთს რომ ჭამთ, ბულინგი რომ "სვეცკობა" გგონიათ... ყველანაირი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი მყავს სამეგობროში" - რას წერს თათა გიორგობიანი?
საპარლამენტო არჩევნებიდან ორი დღე გავიდა, თუმცა სრულიად სოციალური ქსელი კვლავ ამ თემით არის მოცული.
"ღამის შოუს" ბენდის წევრი, მომღერალი თათა გიორგობიანი, რომელსაც ხშირად "სამთავრობო მომღერლად" მოიხსენიებენ, წერს, რომ პოლიტიკის გამო ადამიანების ბულინგი არასწორია.
"ყველანაირი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი მყავს სამეგობროში და არასდროს, ვიმეორებ, არასდროს კონსტრუქციულ და არგუმენტირებულ მსჯელობას არ გასცდენია ჩვენი განხილვა.
უბედურებაა, ერთ ციდა ქვეყანაში, ერთმანეთს რომ ჭამთ, ბულინგი რომ “სვეცკობა” გგონიათ და თან ეგ გეამაყებათ. ეგ არ არის სამშობლოს სიყვარული, ეგაა სამშობლოს მტრობა და ზემოდან კიდევ გოიმობა", - წერს თათა.