თეგებით ძიება
http://vod.rustavi2.com/iframe/vod.php?s=news portal/2016/Seqtemberi/19/jipa.mp4&c=vodr2live
19. 09. 2016 News-ები

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი ამხილა, ის არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას

პაატა ბურჭულაძე პარტიის წევრებზე ზეწოლის შესახებ საუბრობს. მორიგ ფაქტებზე მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერმა უცხოელ დიპლომატებთან, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა. ბურჭულაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებებიც შეაფასა.

ბურჭულაძე ყოფილ პრემიერიერს მატყუარას უწოდებს. ის ივანიშვილისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც პაატა ბურჭულაძემ ქართულ ოცნების მხარდაჭერის სანაცვლოდ, გარკვეული თანხა მოითხოვა.

„ჩვენს ქვეყანას მართავს არა მთავრობა, არამედ არაფორმალური მმართველი, რომელსაც შეუძლია საჯაროდ იცრუოს. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი ამხილა, ის არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო,“-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძემ პირადი სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა მიმდინარეობს.

ბურჭულაძის თქმით, ხდება ზეწოლა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მის კოალიციასთან თანამშრომლობას გადაწყვეტს. სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი აუდიტის სამსახურს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს, რაც მისი თქმით, პარტიაზე დაწესებულ ფინანსურ სანქციებში გამოიხატება.

„ზეწოლა ჩემზე და ჩემს მიერ დაარსებულ მოძრაობაზე სახელმწიფო ხალხისთვის, არის ერთ-ერთ ნათელი მაგალითი იმისა, რომ სისტემა და მეთოდები არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ შემსრულებლები. ჩვენ გვითვალთვალებენ, გვისმენენ, ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, ვინც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას. საქართველოში პოლიტიკა იქამდე იქნება ბინძური საქმიანობა, სანამ ჩვენ შევეგუებით რომელიმე მხარის ბინძური მეთოდებით ქმედებას. უზნეობაა, როდესაც პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციისთვის შეეცდები ზიანი მიაყენო ჩემი ცხოვრების ყველაზე საამაყო საქმეს, საქველმოქმედო ფონდ იავნანას, რომელმაც პირდაპირი გაგებით არა ერთი ბავშვისა და ოჯახის სიცოცხლე იხსნა. უზნეობაა, როდესაც იჭრები პირად სივრცეში იმ მიზნით, რომ პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტს ავნო, იწყებ სრულიად უსაფუძვლო ჭორების გავრცელებას. ჩვენ ყველანი დაუყოვნებლივ შესაცვლელი და მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ,“ - აცხადებს ბურჭულაძე.

ზეწოლაზე საუბრობენ პაატა ბურჭულაძის პარტიის სხვა ლიდერებიც. დავით ჯანდიერი ყურადღებას უკანონო მოსმენა-თვალთვალზე ამახვილებს. გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ პარტია სახელმწიფო ხალხისთვის წევრებზე ტოტალური ზეწოლის მიზეზი მზარდი რეიტინგია.

პაატა ბურჭულაძის პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დატოვა. პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადებას ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თაქთაქიშვილი დღეს გააკეთებს.

ახალგაზრდული ორგანიზაციის პარტიიდან წასვლას, პაატა ბურჭულაძე ზეწოლის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას უწოდებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა