თეგებით ძიება
19. 09. 2016 News-ები

ყველაზე არაპოპულარული მინისტრი ხადურია - ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობაში ბევრი წარმატებული მინისტრია. მისივე თქმით, ამ გუნდმა დაამტკიცა თავისი წესიერება, აქვს გამოცდილება და ემსახურება ხალხს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ყველაზე არაპოპულარული მინისტრი არის ხადური, თუმცა ის კარგი ფინანსთა მინისტრია.

”ყველაზე არაპოპულარული მინისტრი არის ხადური, თუმცა კარგი ფინანასთა მინისტრია. იმ დონეზე ჩავიდნენ საჭმელს უთვლიდნენ. იმის გამო, რომ ფინანსთა სამინისტროში კორუფცია არ არის და ის არ ხდება რაც „ნაცების“ დროს ხდებოდა, ხადური დასაფასებელია. თუმცა დღეს ყველაზე არაპოპულარული მინისტრია რეიტინგებით. ბევრი წარმატებული მინისტრია. ამ გუნდმა დაამტკიცა თავისი წესიერება, აქვს გამოცდილება და ემსახურებიან ძირითად სტანდარტს, რომ მოემსახურონ ხალხს და დაიცვან კანონი”, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გუნდში უამრავი პატივსაცემი წევრია, რომლებსაც ბევრი კარგი კადრი შეუერთდა.

”მათ ღირსეულად დაიცვეს ის რაც დავტოვეთ პოლიტიკაში, ღირსეულად დაიცვეს ის აწეული თამასა თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი. უამრავი ახალი წევრი ჰყავს „ოცნებას“. უამრავი საზღვარგარეთ ნასწავლი კადრით გაიზარდა გუნდი და ხარისხობრივად გაუმჯობესდა. ენის პრობლემა გვქონდა და ევროპაში გუნდის წევრები ხშირად ვერ გადიოდნენ, რადგან ენა არ ვიცოდით. ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო პიროვნება დაემატა გუნდს, თუმცა ძირითადი ღერძი შევინარჩუნეთ”, - აღნიშნა ივანიშვილმა.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა