თეგებით ძიება
26. 09. 2016 News-ები

შს სამინისტრო 8 ოქტომბერს ქუჩაში პოლიციელების რაოდენობას გაზრდის

შინაგან საქმეთა სამინისტრო 8 ოქტომბერს ქუჩაში პოლიციელების რაოდენობას გაზრდის.

ამ თემაზე მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ისაუბრა.

„იმისთვის, რომ მოგვიანებით არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა უფრო მეტი იქნება ქუჩაში, თუმცა არა საარჩევნო უბნებში ან უბნების ტერიტორიაზე. ჩვენ განვახორციელებთ უფრო აქტიურ პატრულირებას. რეაგირება იქნება მკაცრი. არ დავუშვებთ არანაირი დესტაბილიზაციის მცდელობას. ძალადობის ნებისმიერი გამოვლენის დაუყოვნებლივ აღკვეთა მოხდება. გამოვიყენებთ კანონით განსაზღვრულ ყველა ინსტრუმენტს, რათა თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ფიზიკური დაპირისპირება, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის,” - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.

ამ თემაზე დღეს მინისტრმა დამატებითი კომენტარი გააკეთა.

"რასაც ვაკეთებდით აქამდე, როგორც ვრეაგირებდით, ისევე მოხდება რეაგირება კანონის ფარგლებში. რასაც კანონი გვავალებს, გავაკეთებთ იმას," - აღნიშნა მღებრიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა