თეგებით ძიება

ამ ქვეყანაში ვერც რუსული ფული იშრიალებს, ვერც ივანიშვილის უტიფრობა გავა და ვერც საქართველოს ამაყ დროშას ვინმე ჩამოგვაწევინებს - ნიკა მელია

"ქართველებმა საბჭოთა ჯარისკაცების ორლესულ ნიჩბებს თავი შეუშვირეს იმისთვის, რომ დღეს გვქონოდა შანსი საქართველოს გაძლიერებისთვის გვებრძოლა" - ამ სიტყვებით მიმართა კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ სწორედ წარსული ისტორია და ათასობით ქართველის თავგანწირული სიკვდილი ბოლომდე ბრძოლას იმსახურებს. 

ორლესული ნიჩბებით ჩეხდნენ აქ ქართველებს, ჩვენს მშობლებს და ბებიებს და ბაბუებს და ძალიან ახალგაზრდა ადამიანებს. მათ თავები შეუშვირეს საბჭოთა ჯარისკაცების ორლესულ ნიჩბებს იმისათვის, რომ ჩვენ დღეს შეგვძლებოდა ვმდგარიყავით რუსთაველის გამზირზე და გვქონოდა შანსი ამ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის, გვებრძოლა და მათი ხსოვნა და არა მხოლოდ მათი, იმსახურებს ბრძოლას ბოლომდე.

ამ ქვეყანაში ვერც რუსული ფული იშრიალებს, ვერც ივანიშვილის უტიფრობა გავა და ვერც  საქართველოს ამაყ დროშას ვინმე ჩამოგვაწევინებს. მთელი საქართველო ვიქნებით იქ, სადაც საჭიროა, სიმრავლით ვივლით მხოლოდ და მხოლოდ წინ. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი, ძლიერი  ქართული სახელმწიფო, არ გვიდა რუსეთი, რუსული ჭაობი ეს არის ჩვენი არჩევანი. დაწერა ამ კაცმა ამ არჩევნების შედეგები, ამ არჩევნების შედეგს არც ადგილობრივი საზოგადოება და არც საერთაშორისო არ ვიღებთ. წინ გამარჯვებისკენ", - ამბობს ნიკა მელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა