მირანდა კერიმ განაცხადა, რომ ცოლად გაჰყვება ევან შპიგელს მომავალ წელს
დასავლური მედიის ჟურნალისტები მოუთმენლად ელიან თუ როდის დაქორწინდება მირანდა კერი ევან შპიგელზე. პრესის წარმომადგენლებმა სექტემბერში დაწერეს, რომ ქორწილი უკვე შედგა, ახლა კი მოდელმა განაცხადა, რომ ქორწილი 2017 წელს შედგება. 33 წლის ლამაზმანმა მოყვა თუ როგორ მიიღო ქორწინების წინადადება 26 წლის მილიარდერისგან.
\'\'ყველაფერი ძალიან სწარაფად მოხდა. მან მითხრა, რომ პირველად და ბოლოჯერ დაიჩოქა იმისთვის რათა გავმხდარიყავი მისი ცოლი. მე ძალიან ვნერვიულობდი და ვცახცახებდი ბედნიერებისგან.\'\'
-დაწერა მირანდამ.
შეგახსენებთ, რომ ქორწინება ევან შპიგელთან არის მეორე: უფრო ადრე ის დაქორწინებული იყო მსახიობ ორლანდო ბლუმზე, რომლისგანაც 2011 წელს შეეძინა ვაჟი ფლინი. მოდელის თქმით ბავშვს კარგი ურთიერთობა აქვს მომავალ მამინაცვალთან.
\'\'ისინი გიჟდებიან ერთმანეთზე. მიყვარს, როდესაც თვალს ვადევნებ, თუ როგორ თამაშობენ.\'\'
-განაცხადა მირანდამ.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი