არჩევნები არ შედგა, მას საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ აქვს - სალომე სამადაშვილი
არჩევნები რომ შემდგარიყო, დღეს ბორელი გამოვიდოდა და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას მიულოცავდა. არჩევნები არ შედგა, მას საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ აქვს, წერტილი! , - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„ჩვენს თვალწინ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მადუროს გზას დაადგეს. იმის ნაცვლად, რომ ეცადოს, რამენაირად მოიპოვოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, პროკურატურის მიერ სალომე ზურაბიშვილის დაბარება, ეს არის პირდაპირ განაცხადი, რომ მე არ მაინტერესებს ლეგიტიმაცია და მადუროს გზას ვადგები. მადუროს გზას რომ დაადგება ივანიშვილი, დასავლეთიდანაც შესაბამისი პასუხი იქნება და ადეკვატური ზეწოლა. მიიღებს იმ პოლიტიკას დასავლეთისგან, რომელსაც აწარმოებენ მსგავსი რეჟიმების მიმართ და მერე ირბინოს ბიძინას ჯამბაზმა მდინარაძემ და ქართველი ხალხი მოატყუოს, რომ ბედნიერებაა, ვენესუელამ რომ აღიარა არჩევნები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.