თეგებით ძიება

კონსულტაციებს გავდივართ კოლეგებთან ევროკავშირში, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო - მეთიუ მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც გუშინ, 29 ოქტომბერს, საქართველოს ხელისუფლებას ყველა საარჩევნო დარღვევის გამოძიებისკენ მოუწოდა.

მეთიუ მილერმა თქვა, რომ "შტატების პრეზიდენტის განცხადება ნიშნავდა მხოლოდ იმას, რაც მასში ნათქვამი იყო და სხვას არაფერს".

"ჩვენ, ასევე ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში იმაზე, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო" - აღნიშნა მილერმა. 

ჩვენ, ასევე ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში იმაზე, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო.

პრეზიდენტი თავად ისაუბრებს თავის თავზე, მაგრამ როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების შესახებ, ასე რომ, იმედი მაქვს, ის გააზიარებს ამ ინფორმაციას. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, მას საქართველოს ოფიციალური პირები ატარებენ თუ ნებისმიერი სხვა”, - აღნიშნა მილერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა