თეგებით ძიება

„ციხიდან დროულად გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი მ. სააკაშვილი“ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას თხოვს:

მიმართვა საქართველოს პრეზიდენტ Salome Zourabichviliს!

თუ გსურთ ნამდვილად შევძლოთ ქართველმა ერმა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულება და კანონიერი არჩევნების ჩატარება, ციხიდან დროულად გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი მ. სააკაშვილი. ეს იქნება საპროტესტო მოძრაობის ახალი მუხტით გაძლიერება, რომელსაც ვეღარ ჩააქრობს ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გველის საპროტესტო მუხტის ჩაქრობა და გამეორდება 2020 წლის შემდგომა საქართველოსთვის ბევრად უარესი, საბედისწეროდ დამღუპველი შედეგებით! მოიქეცით არა ისე, როგორც თქვენი პირადი დამოკიდებულება გკარნახობთ წინამორბედისადმი, არამედ ისე როგორც საქართველოს ევროპულ გზას და გადარჩენას სჭირდება! ესაა ჩემი და არაერთი ქართველის თხოვნაც და მოთხოვნაც! - წერს ილია ჭიღლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა