თეგებით ძიება
26. 10. 2016 News-ები

რატომ გვცვივა თმა?

იმისთვის, რათა გადაწყვიტოთ პრობლემები თმის ცვენასთან დაკავშირებით, დასაწყისისთვის უნდა შეისწავლოთ თქვენი თმა.

.თითოეული თმა თვეში 1-1.5 სანტიმეტრით იზრდება 5-6 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ თმა ზრდას წყვეტს და ელოდება 3-6 თვე თუ როდის გაიზრდება სხვა თმა, რათა ის ჩაანაცვლოს.
.თმის რაოდენობა თავზე არის 100 ათასიდან 150 ათასამდე. ყოველდღე ჩვენ ვკარგავთ 30 დან 100 ღერამდე თმას.
.არ ინერვიულოთ თუ სავარცხელზე აღმოჩნდება ბევრი თმა, რადგან სწორედ ეს ის თმებია, რომლებიც უნდა ჩაანაცვლოს ახალმა.
.საქმეს ის ართულებს, თუ ყოველი დავარცხნისას თქვენ აღმოაჩენთ საკმაოდ ბევრ თმას სავარცხელზე. ამიტომაც სწრაფად უნდა დაიწყოთ მკურნალობა და რაც შეიძლება სწრაფად მიაკითხოთ სპეციალისტს.

დასაწყისისთვის უნდა გაიგოთ თმის ცვენის მიზეზები:
-გენეტიკური წინასწარგანწყობა
-ჰორმონალური დარღვევები
-იმუნიტეტის დაქვეითება
-კანის ინფექციური დაავადებები
-ორგანიზმის შინაგანი დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ანემია და სხვა)
-ჰორმონალური პრეპარატების მიღება და ქიმიოთერაპია
-მოქმედება გარე აგრესიული ფაქტორებისგან(თმის შეღებვა).
-მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა
-ეკოლოგიური ფაქტორები
-ცუდი კვება
-სტრესი

მკურნალობა
-მასაჟი. თავის დაბანვის დროს თითის გულებით გაიკეთეთ მასაჟი.
-მკვებავი ზეთის ნიღბები.
-კოსმეტოლოგიური კომპლექსი თმის ცვენის შესაჩერებლად.
-სწორი კვება. ეცადეთ ჭამოთ მეტი პროდუქტი, რომლებიც შეიცავს ვიტამინ В-ს (კურდღლის ხორცი, ბარდა, მარცვლეული, ცხვრის ხორცი) და ვიტამინ С-ს (კივი, ციტრუსი).

პეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა