ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე გახდა
ოპერას ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ყავს. კულტურის სამინისტროსთან არსებულმა საბჭომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 7 ხმა შეხვდა მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტს, ტენორს ბადრი მაისურაძეს, 2 ხმა კი კიდევ ერთ კანდიდატს, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის ერგო.
კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ მზია ნიორაძე, ირინა რატიანი, გური ზაქარეიშვილი, ბაადურ სამადაშვილი, მაია კობერიძე, ფრანგი დრამატურგი კრისტოფ გრისტი და ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული დავით კინწურაშვილი.
rustavi2.com