ჰილარი კლინტონი არჩევნების შედეგებს აფასებს
”ძალიან ვწუხვარ, რომ არჩევნებში ვერ გავიმარჯვეთ" - ასე მიმართა არჩევნების დასრულების შემდეგ ჰილარი კლინტონმა ამერიკელ ხალხს და აღიარა, რომ დამარცხების გამო იმედგაცრუებული იყო. ამის მიუხედავად ჰილარი კლინტონი შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტთან მუშაობას აპირებს.
კლინტონმა ნიუ-იორკის სასტუმრო უკვე დატოვა, სადაც ის არჩევნების შედეგების გამოცხადების პროცესს ადევნებდა თვალს. შუადღისას კი პირველი კომენტარით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.