პრეზიდენტმა ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის დიალოგის ხელშეწყობისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა დღესვე ღირსების ორდენით დააჯილდოვა ფოკას მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ელისაბედი (მესხიშვილი) შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და ერთა შორის მეგობრობის განტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
რუსუდან გოცირიძის განცხადებით, დაჯილდოება სასიამოვნოა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ეთნიკურ უმცირესობებს დაეხმარება.
დღეს პრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. დღესვე შედგა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ გამოცემული საინფორმაციო ბროშურის პრეზენტაცია.
interpressnews.ge