თეგებით ძიება
07. 12. 2016 News-ები

დაბრუნდი

დაბრუნდი, სანამ მომძალებიხარ თვალებს ცრემლებად,
დაბრუნდი, სანამ თვალებს ცრემლის ნამი ატყვია,
დაბრუნდი,მოდი, გადმოლახე მთა და გორები
იცოდე კარგო მთელი ღამე შენ მაგონდები.

დაბრუნდი, სანამ მიილია ცხელი ზაფხული,
დაბრუნდი, სანამ შენი სახე სანთლად მინთია,
დაბრუნდი, თორემ გაზფხულის შავი მერცხლები
სულ ცოტახანში ალბათ თავზე გადაგვივლიან.

დაბრუნდი,მოდი,მომენატრე უკვე ძალიან.
დაბრუნდი, თორემ ჩემი გული სევდით დამძიმდა,
დაბრუნდი თვალებს მომეძალა ცრემლი ოხერი
დაბრუნდი, თორემ უშენობა უკვე არ მინდა .
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა