თეგებით ძიება
08. 12. 2016 News-ები

უშენობა..

მე თუ ავტირდი ამატირებს კვლავ უშენობა,
ზღვის ცივ სიმლაშეს შეერევა ჩემი ცრემლები,
მომენატრება ჩვენი ერთად ყოფნის წუთები
მომენატრება ის ლამაზი გრძნობა ულევი.

მაგრამ რატომღაც ჩვენ დავშორდით,წავედით სხვა გზით
და ჩვენი გზები შეერთებას აღარ ლამობენ,
ალბათ სხვა მოვა ჩემს მაგივრად და განუგეშებს
გეტყვის მიყვარხარ,ჩაგეხუტება და გაგამხნევებს.

მე მუდამ ვივლი უშენობით თვალცრემლიანი
და მე შენს გარდა სხვა არავინ შემიყვარდება.
დავიტანჯები უშენობა მომეძალება
დავიტანჯები და სიკვდილიც კი მომენატრება
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა