თეგებით ძიება
10. 12. 2016 News-ები

ქალი და პოეტი

იყო ზღაპარი თუ იყო ბედისწერა
და ქალი, რომელსაც ეტრფოდა პოეტი.
მისთვის დაწერა და მისთვის დაამღერა
ყველა ბაიათი და მიეთ-მოეთი
.
მერე სილურჯეში თვალი გააშტერა,
შეჩერდა, გაჩუმდა, იფიქრა – მოვედი...
როცა უმიზეზოდ მზერა გაიწელა
ისევ სიშორეში დააგდო შორეთი.
.
ბევრიც არაფერი – შავი და ხვეული
თმები... და გოგონას უბრალო პორტრეტი...
მაგრამ იყო მასში რაღაც სხვანაირი,
რადგან მას საშინლად ეტრფოდა პოეტი.
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა