თეგებით ძიება
11. 12. 2016 News-ები

ფარული კადრების გამავრცელებლის ინტერვიუ

"არავისთვის მე ბოდიში მოსახდელი არ მაქვს... პირიქით, იმ ადამიანებს აქვთ საზოგადოებისთვის ბოდიში მოსახდელი,"- ამის შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის საქმეზე დაკავებულმა, გელა ღურწკაიამ, რომელიც ახლა თავისუფალია, P.S.-თან საუბრისას განაცხადა.

ღურწკაია აღიარებს, რომ მან ერთი წლის წინ გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქციაში პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი მიიტანა. მისი თქმით, ვიდეოკადრები მას ნიკო ხაჭაპურიძემ გადასცა.

გელა ღურწკაია ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროებას ცდილობდა და პოსტსკრიპტუმის კამერის წინ იმასაც არ უარყოფს, რომ ჰქონდა წინასწარი განზრახვა და მოტივი თუ რატომ ჩადიოდა ამ დანაშაულს.

გელა ღურწკაიასთან დაკავშირებით პროკურატურამ P.S.-ის კითხვებს არ უპასუხა.

ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრების ვიდეომასალა, ინტერნეტში არავის აუტვირთავს, თუმცა ის იყო ერთ-ერთი, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ. დღეს პირველად პოსტსკრიპტუმის კამერის წინ ჟურნალისტი აღიარებს, რომ ტერორის გამო მაყურებელთან სამუდამოდ დამშვიდობებასაც გეგმავდა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა იცის, ვინ იდგა მორალური ტერაქტების სერიის უკან.

ავტორი: ნოდარ მელაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა