თეგებით ძიება
11. 12. 2016 News-ები

,,დგას და იყინება დედაჩემი...”- გულისშემძვრელი წერილი

თორნიკე ნაროზაული: „სამსახურში მივდივარ. ქაშვეთთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელით გადავდივარ. ვხედავ ამ ხნის მანძილზე პირველად არ ზის კიბეებზე შუა ხნის ქალი, რომელიც ჩუმად, უთქმელად ითხოვს მოწყალებას. გამიკვირდა. ამ ფიქრებში გართული გავცდი დაახლოებით იგივე ასაკის მეეზოვე ქალს და მის ამოხვნეშას მოვკარი ყური.
თითქოს ორ ტონიანი ლოდი ამკიდეს მხრებზე - ძლივს ამოვფორთხდი კიბეებზე.
ვფიქრობ დაღლისა და სიცივის ბრალი იყო ეს ამოხვნეშა ან უფრო დიდი მიზეზიც არსებობს, მაგრამ რაც გინდა იყოს - უნებურად წარმოვიდგინე ამ ქალის ადგილას დედაჩემი და ძლივს ამოვისუნთქე.
დედაჩემი ჩვეულებისამებრ ადგა დილით, სანამ მე და მამა გავიღვიძებდით. დარეცხა ჭურჭელი. მიალაგა სახლი. დაგვახვედრა დილის საუზმე და საგზალი სამსახურისთვის. გააუთოვა ტანსაცმელი. გამომისტუმრა მე და ახლა თვითონაც მოემზადება. წაიღებს მცირე საგზალს და წავაა ისნის ბაზრობაზე, სადაც ბავშვის ტანსაცმელს ყიდის, რომ თავის დიდ ბავშვებს საჭმელი მოუტანოს სახლში.
დგას და იყინება დედაჩემი.
ვინ იცის რამდენი ამოოხვრა და ტკივილი გამიყოლებია სამსახურში მიმავალი დედაჩემისთვის.
თუ ყველაზე უკანასკნელი არა, არც არავისზე მეტი არ ვარ - არ ვარ მე კარგი ადამიანი“.

ავტორი: ხატია ჩხეიძე
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა