თეგებით ძიება
11. 12. 2016 News-ები

9 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი ყოფილ პარტნიორზე ფიქრობს

1. ის ხშირად ახსენებს მის სახელს. თქვენი მეორე ნახევარი, რომელიც მუდმივად საუბრობს თავის ყოფილ შეყვარებულზე, ჯერ კიდევ მასზეა დამოკიდებული. მისი სახელი მუდმივად ახსენდება, როდესაც რაღაც საგანს შეხედავს, როდესაც გირეკავთ უნებურად მის სახელს ახსენებს.

2. ის ჯერ კიდევ გაბრაზებულია მასზე. წარსული ურთიერთობის ჭრილობები დიდხანს რჩება, მაგრამ ყოფილი პარტნიორის მიმართ გრძნობები დროსთან ერთად უნდა გაქრეს. ზოგიერთი მამაკაცი პარტნიორს ფიზიკურად შორდება, მაგრამ ემოციურად ისინი ურთიერთდამოკიდებულები არიან ერთმანეთთან.

3. ის იხსენებს ურთიერთობას, რომელიც მეორე ნახევართან ჰქონდა. ნორმალურია, როდესაც განშორებას თან ახლავს მწუხარება, მაგრამ არა მაშინ, როდესაც შენ უკვე ახალი ურთიერთობა გაქვს დაწყებული. თუ თქვენი მეწყვილე ტკივილით იხსენებს თავის ყოფილს, მაშინ მას ის ისევ უყვარს.

4. ის თვლის მას თავის საუკეთესო მეგობრად. არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ ყოფილ შეყვარებულს მიულოცოს დაბადების დღე, მაგრამ ცუდია, როდესაც მას მუდმივად ეკონტაქტება.

5. ის თქვენს თავს მას ადარებს. კარგია, როდესაც თქვენ ისემენთ, რომ უკეთესი ხართ ვიდრე მისი ყოფილი შეყვარებული. მაგრამ მან ამდენი ასოციაცია არ უნდა გაავლოს.

6. ის არ გაცნობთ თავის ახლობლებს. თუ თქვენ გაქვთ ურთიერთობა ვინმესთან ეს უნდა გაუზიაროთ სამყაროს. ხოლო ძველი მეგობრები ამ სამყაროს ნაწილი არიან.

7. ის ძველებურად ახლოს არის ყოფილი შეყვარებულის ოჯახთან. თუ თქვენი პარტნიორი დაკავშირებულია ყოფილი შეყვარებულის ოჯახთან, ის უნდა ხვდებოდეს, რომ რაღაც დროით ეს ურთიერთობა უნდა შეწყდეს.

8. მთავარი ნიშანი იმისა, რომ მან საბოლოოდ არ გაწყვიტა ურთიერთობა ყოფილ შეყვარებულთან ის არის, როდესაც ის ფეხბურთს მის მამასთან ერთად ესწრება ან კიდევ მასთან ერთად სადილობს.

9. ის არ უბრუნებს პირად ნივთებს. შესაძლოა მას აქვს თავისი ყოფილი შეყვარებულის მაისური ან სამკაული ეს კატასტროფა არ არის, მაგრამ, როდესაც ასეთი მრავალი ნივთია მის სახლში ეს იმას ნიშნავს, რომ ის მას ვერ ივიწყებს.


სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა