თეგებით ძიება
12. 12. 2016 News-ები

„საქართველოს პრეზიდენტი თავს შეიკავებს საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობაზე,“

„საქართველოს პრეზიდენტი თავს შეიკავებს საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობაზე,“ - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა, რომელმაც ამ თემაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა.

„საქართველოს პარლამენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება კომისიის წესით შექმნის შესახებ ვფიქრობ არაერთ კითხვის ნიშნას აჩენს. წარმოდგენილი პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკური ნდობის ფორმატს. უფრო მეტიც, ის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ გადაწყვეტილების მიღებაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტი თავს შეიკავებს საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობაზე,“ - განაცხადა აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო კომისიის დაკომპლექტების საკითზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ რის თქმის უფლება აქვთ.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა