თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1323752054356398
12. 12. 2016 News-ები

არსებული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია საკანონმდებლო წინადადებას ამზადებს

არსებული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია საკანონმდებლო წინადადებას ამზადებს. ცვლილებებს ისინი ჯანდაცვის კომიტეტს წარუდგენენ.

სამოქალაქო სექტორი ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის დეკრიმინალიზაციას ითხოვს. მათი აზრით, ნარკომომხმარებლებს არ უნდა დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და საჭიროა კანონმდებლობის შეცვლა.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ნარკოპოლიტიკა დაეყრდნოს ჯანდაცვის და არა დევნის და რეპრესიის მიდგომებს,“ - აცხადებს თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აუცილებლობაზე საპარლამენტო უმრავლესობაშიც საუბრობენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მუშაობა ამ მიმართულებით აუცილებლად დაიწყება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა