თეგებით ძიება
12. 12. 2016 News-ები

ბარაკ ობამას ბოლო საშობაო ბარათი თეთრი სახლიდან

თეთრმა სახლმა გაავრცელა ოფიციალური საშობაო ბარათი პრეზიდენტის ოჯახისგან. ბარათზე მომღიმარი ბარაკი, მიშელი და მათი ქალიშვილები 18 წლის მალია და 15 წლის საშა არიან. ეს ფოტო გადაღებულია მარტში კანადის პრემიერ-მინისტრის საპატივცემულოდ გამართული სადილის შემდეგ. პირველ ლედის აცვია ლურჯი კაბა, რომელიც კანადელი დიზაინერი ჯეისონ ვუს შექმნილია, ხოლო მალიას და საშას ამშვენებს ინდოელი დიზაინერის ნაიმ ჰანას კაბები.

ბარათზე დაბეჭდილი ტექსტით ამერიკის პრეზიდენტი და მისი ოჯახი გამოხატავენ მადლიერებას თეთრ სახლში გატარებული წლებისთვის და ყველას უსურვებენ ბედნიერ დასვენებას და მშვენიერ ახალ წელს. ტექსტის ბოლოში პრეზიდენტის ოჯახის ყველა წევრი ხელს აწერს მათ შორის ძაღლები სანი და ბო.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა სწრაფად და თბილად უპასუხეს მისალოც ბარათს, რომელსაც თან ახლდა მათი მწუხარება იმის გამო, რომ ეს იყო ბარაკ ობამას და მისი ოჯახის ბოლო ოფიციალური მილოცვა.

ბარაკ ობამას ბოლო საშობაო ბარათი თეთრი სახლიდან

ბარაკ ობამას ბოლო საშობაო ბარათი თეთრი სახლიდან


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა