თეგებით ძიება
12. 12. 2016 News-ები

როგორ დავივიწყოთ ყოფილი პარტნიორი

1. თავიდან მოიშორეთ ის რაც ფიზიკურად შეგახსენებთ ადამიანს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის ნოსტალგია ძალიან მძიმეა, სულიერი ჭრილობა ჯერ კიდევ არ შეხორცებულა-მაგრამ დროა წესრიგში მოიყვანოთ კარადა და ბინა. თავიდან მოიშორეთ ყველა ის ნივთი, რომელიც გახსენებთ მასთან გატარებულ ბედნიერ წუთებს-და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ახალი ცხოვრების დასაწყებად.

2. შეწყვიტეთ საკუთარი თავის მსხვერპლად ჩათვლა. სასწრაფოდ დაიწყეთ დადებითად ფიქრი! მსხვერპლის პოზიცია მხოლოდ მოიზიდავს ისეთ მამაკაცებს, რომელიც გყავდათ-გჭირდებათ ეს?

3. დატოვეთ წარსული წარსულში. ვერ ამჩნევთ, რომ ემოციური ტვირთი მეტად უფრო მძიმეა, ვიდრე ფიზიკური? რაც უფრო ბევრს იფიქრებთ დამთავრებულ ურთიერთობაზე, მით უფრო გაგიჭირდებათ ახალი ცხოვრების დაწყება. რაც იყო ეს წარსულია, თამამად უთხარით საკუთარ თავს და მომავალისკენ მიმართეთ თქვენი მზერა, ხოლო წარსულიდან კარგად დაიმახსოვრეთ ის გაკვეთილები, რომელიც წარსულმა გამოცდილებამ გასწავლათ.

4. თავიდან მოიშორეთ ძველი ჩვევები...იმიტომ, რომ ისინი აღარ მუშაობს. ახლა სწორედ ის დროა, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ: შეწყვიტეთ მოწევა, დაიწყეთ დიეტა, შეიცვალეთ იმიჯი-შეიცვალეთ და გააკეთეთ ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გინდოდათ!

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა