თეგებით ძიება
13. 12. 2016 News-ები

ვინ ებრძვის ქართველ ემიგრანტს საქართველოდან? –„ქართველი ურეკავს ჩემს უფროს და..“

ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

აი, ეხლა ვწევარ და ვფიქრობ, ისეთი ვის რა დავუშავე, რომ ქართველი ურეკავს ჩემს უფროსს სტეფანოს, იტალიური ტელევიზიის დამფუძნებელს და ჩემზე ეუბნება, რომ ცუდი რეპუტაციით ვსარგებლობ საქართველოში და მე მასთან არ უნდა ვმუშაობდე, თან ემუქრება. ასეთ ზარებს, სტეფანო შარშანაც იღებდა, ამ საღამოსაც დაურეკეს! დიდი მოწიწებით და ბოდიშით მითხრა, რომ აწი ვერც ერთ ჩაწერაზე ვეღარ წავალ და თან ფეისბუქზე რომ მეწერა "ებაუთში", სადაც ვმუშაობ ისიც წამაშლევინა.
მე საშინლად გავბრაზდი, რადგან იცით როგორ მიყვარს კამერები და მათთან მუშაობა. ხოდა გამწარებულმა სტეფანოც მივბლოკე ფეისბუქზე და ყველა ვინც "სი იტალია თვ"-სთან მაკავშირებდა.
ეხლა ვწევარ და იმას ვფიქრობ, მე, ცისნამ საყვარლიშვილი, მიწაზე მცოცავ ჭიანჭველას რომ არ ვადგამ ფეხს, რა დაგიშავეთ, გამაგებინეთ, იქნებ გამოვისყიდო დანაშაული, რომ ასე მანადგურებთ უცხო ხალხთან! ვით ვერ მოინელეთ ჩემი არსებობა ჰა? აწი აქ, აღარაფერს აღარ დავწერ, რადგან ეს ხალხი სად რას გაგიკეთებს კაცმა არ იცის!
მოკლედ, რომ არ მეთქვა არ შემეძლო. დამაკარგინეთ, ძაან მაგარი ადამიანი და საქმე, მარა ჭკუა მასწავლეთ და გმადლობთ. აწი ყველაფერს ჩუმად გავაკეთებ და წყნარად ვიქნები!
ხო, "ბუმერანგი" არ დაგავიწყდეთ, ერთ დღესაც ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ!
არ მოასვენეს, ერთი ადგილი არა!!! ასეთი ბოროტი და ბოღმა ერი ვართ და იმიტომაც ვერ მივდივართ წინ!!!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა