თეგებით ძიება
13. 12. 2016 News-ები

ჯენიფერ გარნერი ორსულადაა

ჯენიფერ გარნერის და ბენ აფლეკის ურთიერთობა, როგორც ჩანს თბილი და ოჯახურია. მსახიობები ხშირად ხვდებიან პაპარაცების ობიექტივში: ისინი ერთად ატარებენ დროს ბავშვებთან ერთად. ფოტორეპორტიორებმა კიდევ ერთი დამადასტურებელი ფოტო გადაიღეს იმისა, რომ მსახიობებმა უარი თქვეს განქორწინებაზე.

ჯენიფერი და ბენი ბავშვებთან ერთად შეამჩნიეს შაბათს ეკლესიაში, სადაც რეგულარულად მიდიან. პაპარაცებმა დააფიქსირეს ცოლ-ქმრის ბედნიერი სახეები და ამ ფოტოებით ისიც დაამტკიცეს, რომ მსახიობი ორსულადაა. საქმე ისაა, რომ დასავლური მედია ცოტა ხნის წინ წერდა 44 წლის მსახიობის ორსულობის შესახებ.

წყვილმა ერთ წელზე მეტია, რაც განქორწინების შესახებ განაცხადა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ განუხორციელებიათ. წყვილის გარემომცველი წყაროები ამტკიცებდნენ, რომ აფლეკი ცდილობდა ცოლის ნდობის მოპოვებას, ჯენიფერი კი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ ბენი მისი ცხოვრების სიყვარულია.

ჯენიფერ გარნერი ორსულადაა

ჯენიფერ გარნერი ორსულადაა

ჯენიფერ გარნერი ორსულადაა


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა