თეგებით ძიება
13. 12. 2016 News-ები

როგორი ტიპის ადამიანი ხართ მაგიდაზე განთავსებული ნივთების მიხედვით

პირველ რიგში დაფიქრდით, რაზეა დამოკიდებული ნივთების განთავსება მაგიდაზე? რა თქმა უნდა, ეს თქვენზეა დამოკიდებული. ზოგიერთისთვის მთავარია, რომ ისე დააწყოს მაგიდაზე ყველაფერი, რომ ბევრი ძებნა არ დასჭირდეს და დიდად არ ზრუნავს ესთეტიკურ ფორმაზე. სხვები უფრო მეტად ზრუნავენ წესრიგზე და სილამაზეზე და ამისთვის მზად არიან კომფორტი შესწირონ.

რაზე მიუთითებს სამუშაო მაგიდაზე ცოტა ნივთი
ასეთი სამუშაო მაგიდის მფლობელი ადამიანი არის დისციპლინირებული, შრომისმოყვარე, მაგრამ ამავე დროს ფრთხილია ნოვატორული იდეებისა და ცვლილებების მიმართ.

რაზე მიუთითებს სამუშაო მაგიდაზე ბევრი ნივთი
ქაღალდების დასტა, კალმები, რვეულები. ასეთი მაგიდის მფლობელი პიროვნება მიდრეკილია დაპყრობისკენ, თავისი შესაძლებლობების გაფართოებისკენ.

რაზე მითითებს სამუშაო მაგიდაზე ბევრი წვრილმანი ნივთი
იმისთვის, რომ მივცეთ მიღებულ სტრესს მიმართულება, ხელში გვხვდება სხვადასხვა ნივთი. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს წინ საკმაოდ ნერვიული ადამიანი ზის, რომელიც ცდილობს თავისი უარყოფითი ემოციები რაღაცისკენ მიმართოს.

რაზე მიუთითებს სამუშაო მაგიდა, რომელზეც ქაოსი მეფობს
ნივთების უწესრიგობა მაგიდაზე მიუთითებს ადამიანის კრეატიულობაზე და მის გახსნილობაზე ახალ ნაცნობებთან.

რაზე მიუთითებს სამუშაო მაგიდა, რომელიც გაფორმებულია ნივთებით
ხელოვნებისკენ მიდრეკილი ადამიანები, ცდილობენ გარშემო შეიქმნან შესაბამისი ატმოსფერო-სილამზე. ასეთი ადამიანის მაგიდაზე არის ლამაზი ფოტოები, ჟურნალების კოლექცია, მაგიდის გვერდით კი არის დაკიდული პეიზაჟები და სურათები-რაც ახალისებს მათ მუშაობას.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა