თეგებით ძიება
15. 12. 2016 News-ები

ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში კვლავ დაიკლო

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში კვლავ დაიკლო.

ოფიციალური კურსის მიხედვით, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.6686 ლარად იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი 0.0082 პუნქტით გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა და ოფიციალური კურსით 1 ევრო 2.8004 ლარი ღირს.

გუშინდელთან შედარებით ლარის ღირებულება უკვე კომერციულ ბანკებშიც დაეცა, ხვალიდან კურსი სავარაუდოდ კიდევ შეიცვლება.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს - დოლარი ტაბლოებზე ამ დროსითვის 2 და 68 თეთრი ღირს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა