თეგებით ძიება
15. 12. 2016 News-ები

მაილი საირუსისა და ლიამ ჰემსვორტის ურთიერთობა გამყარდა

მაილი საირუსს, რომელიც არ გაურბის პროვოკაციულ ვიდეო კლიპების გადაღებას და საკონცერტო გამოსვლებს, მხოლოდ ერთი რამის ეშინია-რომ არ დასრულდეს მისი და ლიამ ჰემსვორტის ურთიერთობა.

წყაროები იუწყებიან, რომ ცოტა ხნის წინ ლიამმა მოინახულა მაილი გადასაღებ მოედანზე და მოთმინებით ელოდა სამუშაო დღის დასრულებას, ასევე ცნობილი გახდა, რომ მაილი საერთოდ არავის ესაუბრება შეყვარებულთან ურთიერთობის შესახებ.

\'\'ის ღიად არასდროს საუბრობს ლიამზე-ყველაფერს საიდუმლოდ ინახავს, რაც მათ შორის ხდება\'\'

-განაცხადა ინფორმატორმა.

სხვათა შორის, ლიამმა ნოემბრის ბოლოს თავის შეყვარებულს ღიად მიულოცა ინსტაგრამის გვერძზე დაბადების დღე, როგორც ჩანს ამ სიტყვებში ბევრი გულწრფელობა და სინაზე იყო ჩაქსოვილი, რისი დამალვაც მაილის სურს უცხო თვალისგან.

შეგახსენებთ, რომ წყვილის ისტორია ყოველთვის შეუფერხებლად არ ვითარდებოდა. საირუსი და ჰემსვორტი ერთმანეთს შეხვდნენ ფილმის \'\'The Last Song\'\'-ის გადაღებებზე. 2010 წელს ისინი დაშორდნენ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ შერიგდნენ. 2013 წელს კვლავ დაშორდნენ ხოლო 2016 წელს კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს ურთიერთობის განახლება.

მაილი საირუსისა და ლიამ ჰემსვორტის ურთიერთობა გამყარდა

მაილი საირუსისა და ლიამ ჰემსვორტის ურთიერთობა გამყარდა


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა