თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1327976907267246
16. 12. 2016 News-ები

"ვაპირებ, რომ მათ სასაცილო არგუმენტაციაზე ვისაუბრო"- დავით ნარმანია

საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის დღევანდელი განხილვა, სავარაუდოდ, მწვავე დებატების ფონზე შედგება, ვინაიდან თბილისის მერი აპირებს ოპოზიციის შენიშვნებს ირონიით უპასუხოს. დავით ნარმანიას თქმით, ამ დრომდე ოპოზიციისგან სერიოზული კრიტიკა და შენიშვნა არ მოუსმენია.

„მათი არგუმენტაცია ძალიან სასაცილო იყო მთელ რიგ შემთხვევებში, ვაპირებ, რომ მათ სასაცილო არგუმენტაციაზე ვისაუბრო დღეს, გარკვეული თვალსაზრისით, ალბათ, ირონიითაც,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა