თეგებით ძიება
16. 12. 2016 News-ები

ემბერ ჰერდი მოითხოვს ჯონი დეპისგან თავისი ფულის გადახდას

ისე ჩანდა, თითქოს ჯონი დეპმა და ემბერ ჰერდმა ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყვიტეს და გაეყარნენ, მაგრამ ეს ასე არ არის: დღეს გახდა ცნობილი, რომ წყვილს კვლავ ელოდება სასამართლო. ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ჯონი დეპმა მოულოდნელად უარი თქვა ემბერ ჰერდისთვის გადაეხადა 6,8 მილიონი დოლარი. ამიტომაც ჰერდმა სასამართლოში უჩივლა.

მსახიობი აპირებდა დეპისგან მიღებული ფული მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოეყენებინა, მაგრამ ჯონიმ განაცხადა, რომ ის თვითონ გადაურიცხავდა თანხას ემბერის მიერ არჩეულ ფონდებს. თუმცა აქამდე მას თანხა არც ერთი ფონდისთვის არ გადაურიცხავს.

თვითონ ჰერდი იმავდროულად ითხოვს, რომ სასამართლომ აიძულოს დეპი რათა მას ფული გადაუხადოს და დაუბრუნოს მისი საკუთრება: ავტომობილი Range Rover, მისი ნივთები, რომლებიც სახლში დარჩა. ამავე დროს ჰერდი მოითხოვს იმ ფულის გადახდასაც, რომელიც მან სამართალწარმოებისთვის დახარჯა.

ემბერ ჰერდი მოითხოვს ჯონი დეპისგან თავისი ფულის გადახდას

ემბერ ჰერდი მოითხოვს ჯონი დეპისგან თავისი ფულის გადახდას


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა