თეგებით ძიება
16. 12. 2016 News-ები

6 რამ, რაც თქვენი თავისთვის უნდა გააკეთოთ და არა მისთვის

1. იკითხეთ წიგნები, იარეთ საგანმანათლებლო კურსებზე, გაიღრმავეთ თქვენი ცოდნა. პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ საინტერესო საკუთარი თავისთვის. თქვენ უნდა გქონდეთ ჰობი, უნდა აკეთებდეთ საყვარელ საქმეს.

2. დაკავდით სპორტით. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო იმისთვის, რომ მას მოეწონოს თქვენი წელი და ტანი, არამედ იმიტომ, რომ თქვენ თვითონ იყოთ კმაყოფილი თქვენი სხეულით.

3. იარეთ საყიდლებზე. იყიდეთ ის, რაც გიხდებათ და რისი ტარებისასაც თავს კომფორტულად გრძნობთ, და არა ის, რაც მას სურს, რომ გეცვათ. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენმა პარტნიორმა უნდა გიგოს, რომ თქვენ უნიკალური სტილი გაქვთ.

4. დაკავდით სიყვარულით. გააკეთეთ ეს მაშინ როდესაც გნებავთ, იპოვეთ ერთმანეთში მსგავსება და თუ თქვენ ორივეს მოგწონთ ერთმანეთი, მაშინ ეს არც ისე რთული უნდა იყოს.

5. გქონდეთ პირადი სივრცე. კარგია, როდესაც წყვილის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ყველაფერს ერთად აკეთებენ. მაგრამ თქვენ საერთოდ არ ხართ ვალდებული მასთან ერთად უყუროთ ყველა ფეხბურთის მატჩს. უბრალოდ გახსოვდეს, რომ პარტნიორიც არ არის ვალდებული თქვენთან ერთად უყუროს ყველა სერიალს და სატელევიზიო შოუს.

6. მზად ხართ თუ არა. უკვე დიდი ხანია დასრულდა ის დრო, რომ ქალი მხოლოდ დიასახლისი უნდა იყოს და სხვა არაფერი უნდა აკეთოს და თუ ის ჯერ კიდევ თვლის, რომ თქვენი ადგილი მხოლოდ სახლშია, დაფიქრდით გინდათ ასეთ მამაკაცთან ცხოვრება?


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა