თეგებით ძიება
16. 12. 2016 News-ები

სტივ კერი: ზაზა ფაჩულია ტრავმის გამო დიდ დროს არ გამოტოვებს

ცნობილი გახდა ზაზა ფაჩულიას ტრავმის MRI გამოკვლევის შედეგები. აღმოჩნდა, რომ ქართველ ცენტრს ტრავმირებულ მაჯაზე ძვლის დაზიანება არ აქვს, მაგრამ არის ღრმა ჩალურჯების კვალი, სტრუქტურული დაზიანება.

ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ექიმებმა მაინც თავი შეიკავეს, დაესახელებინათ ზუსტი დრო, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს ქართველი ცენტრი.

მედიასთან საუბარში "გოლდენ სტეიტის" თავკაცმა სტივ კერმა განაცხადა, რომ ზაზა ტრავმის გამო დიდ დროს არ გამოტოვებს. გუშინ ზაზა ვარჯიშზეც შენიშნეს, თუმცა "ნიკსთან" მას არ უთამაშია.

ზაზამ ტრავმა გასულ კვირას, ლოს ანჯელესში თამაშის დროს მიიღო:

"სიმართლე გითხრათ, ტრავმა როდის მივიღე, არც მახსოვს. ტკივილი მხოლოდ თამაშის შემდეგ ვიგრძენი", - განაცხადა ფაჩულიამ, რომელმაც შემდეგი თამაში "იუტასთან" ნატკენი მაჯით ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ უკვე 4 თამაში გამოტოვა მაჯის ტრავმის გამო, ბოლო ორში მას ჯავალ მაკგი ცვლიდა.

მიმდინარე სეზონში ზაზა საშუალოდ 17,5 წუთს თამაშობს და 4,3 ქულას, 5,5 მოხსნას და 2,4 პასს აკეთებს.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა