თეგებით ძიება
16. 12. 2016 News-ები

გურამ კაშია: დღეისათვის საუკეთესო ჰოლანდიურ გუნდს ვეთამაშებით

ხვალ ჰოლანდიის ჩემპიონატში გურამ კაშიას "ვიტესი" ლიდერ "ფეიენოორდს" სტუმრობს.

ამ თამაშთან დაკავშირებით არნემული გუნდის ქართველმა კაპიტანმა ELF Voetbal-თან საუბარში განაცხადა:

"წარმატების მიღწევა გვსურს ამ თამაშში, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდება. "ფეიენოორდი" ამჟამად საუკეთესო გუნდია ჰოლანდიაში. ეს გუნდი განსაკუთრებით ძლიერია, როცა "დე კუიპზე" თამაშობს, საკუთარი ფანატიკოსი გულშემატკივრების თვალწინ.

თან მათ ჰყავთ ნიკოლაი იორგენსენი. ერედივიზიეს საუკეთესო ფეხბურთელი. ციფრები არ იტყუებიან".
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა