თეგებით ძიება
21. 12. 2016 News-ები

გიორგი ჯიქიას გადაბირება სანკტ-პეტერბურგის "ზენიტსაც" სურს

პერმის "ამკარის" მცველმა გიორგი ჯიქიამ, რომლის ეროვნულ ნაკრებში მიწვევით, როგორც რუსეთში, ისე საქართველოშიც არიან დაინტერესებულნი, შესაძლოა, კარიერა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" გააგრძელოს.

რუსეთის მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელის აგენტის თქმით, "ზენიტი" ნამდვილადაა ჯიქიას დამატებით დაინტერესებული, თუმცა საკითხი ჯერ მოლაპარაკებების ეტაპზეა.

რუსულ მედიაში მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჯიქიას დამატება მოსკოვის "სპარტაკსა" და ყაზანის "რუბინს" სურთ. 23 წლის მცველმა მიმდინარე ჩემპოიონატში "ამკარის" მაისურით 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა