თეგებით ძიება
21. 12. 2016 News-ები

ვინც ღამეს მითევს...

არ მეწერება, დღეს ვფიქრობ არა...
ეხლა შენა ხარ, ვინც შექმნის მითებს...
შორიდან მესმის: "ჩურჩული კმარა"...
ეს შენ ხარ ვიცი, ვინც ღამეს მითევს...

ბნელდება, მესმის ის გულისფეთქვა...
რაც რომ შენია და მესწრაფება...
რაც ვერ გითხარი, რაც უნდა მეთქვა...
მტკივა, ვიჩქარი და მელანდება...

რომ შენ მოდიხარ, რაღაც სხვაგვარი...
და რა მწარეა, შენს ნაკვალევზე...
გაუვლელობა, თითქოს ხარ მთვრალი...
მეფოტინები, ცვრიან თვალებზე...

თენდება, სუნთქვა მიჭირს ძნელია...
შენ იკარგები, მე ვრჩები მარტო...
და დარდის გარდა რა შემრჩენია?...
მინდა რომ სევდა, ღამეს გავანდო...

რომ მეწერება? დღეს, ვფიქრობ არა...
ეხლა შენა ხარ, ვინც შექმნის მითებს.
შორიდან მესმის: "ჩურჩული კმარა".
ეს შენ ხარ ვიცი, ვინც ღამეს მითევს.
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა