თეგებით ძიება
14. 01. 2017 News-ები

როგორ ვისწავლოთ ემოციების მართვა?

პირველ რიგში, ემოცია დაკავშირებულია ჩვენს მოლოდინებთან სხვა ადამიანებისგან. ყურადღება მიაქციეთ იმ სიტუაციას, როდესაც თქვენ გამოხატავთ აგრესიას, იმედგაცრუებას, დეპრესიას და ა.შ. სხვი მიმართ და რას ელოდით თქვენ? ყველაზე ხშირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანები, რომლებთანაც ჩვენ ვურთიერთობთ, მოიქცევიან და იფიქრებენ ისე, როგორც ჩვენ. ასევე ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩვენი მეუღლეც ისე მოიქცევა, როგორც ჩვენი მშობლები იქცევიან. მაგალითად ქალი ელოდება, რომ მისი მეუღლე გადაყრის ნაგავს, როგორც მისი მამა, ხოლო მამაკაცი შეიძლება ელოდოს ცოლისგან, რომ მოამზადებს სადილს და იზრუნებს შვილებზე. შეიძლება ჩვენი თავისგანაც მეტის მოლოდინი გვქონდეს. იმედგაცრუება იწვევს სხვადასხვა ემოციას.

ისეთი ემოციები, როგორიც არის შიში და დანაშაულის გრძნობა მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ საკმარისად არ ენდობით თქვენს შინაგან ძალას.

იმისთვის, რათა ისწავლოთ ემოციებთან გამკლავება საკმარისია მოიზიდოთ სიყვარული. ემოციების მართვა არ ნიშნავს მათ კონტროლს. ჩვენ ხირად გვგონია, რომ ვმართავთ ემოციებს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მათ სადღაც სიღრმეში ვმალავთ, რომ არ დაგვტანჯოს.

ემოციების მართვა-ამისთვის საჭიროა ემოციების გამოხატვის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, არ უნდა დაადანაშაულოთ არც სხვა ადამიანი და არც საკუთარი თავი მოატყუოთ.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა