თეგებით ძიება
15. 01. 2017 News-ები

ზამთრის თასი 2017: საქართველოს ნაკრები ტურნირის გამარჯვებულია!

დღეს, 15 იანვარს, "ზამთრის თასი 2017"-ის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ვეტერანთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ფინალში გამარჯვება საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - გიორგი ლომაიას კარი სერგი ნაგორნიაკმა აიღო, რასაც გოლითვე უპასუხა დავით მუჯირმა და ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმი მაინც ქართველებმა მოიგეს - ალექსანდრე იაშვილმა და ლევან კობიაშვილმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, ამ უკანასკნელმა კი ზუსტი დარტყმით მასპინძლები დააწინაურა - 2:1.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიში სწრაფადვე გაათანაბრეს - თავი ამჯერად ედუარდ ციხმესტრუკმა გამოიჩინა. მალევე ორი გოლი გაიტანა ალექსანდრე იაშვილმა და მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. ამის შემდეგ უკრაინელებმა სერგი ნაგორნიაკის დარტყმით ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს, თუმცა ლევან კობიაშვილმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო. კობიაშვილის გოლს სერგეი ნაგორნიაკის გოლი მოყვა, შემდეგ კი იაშვილმა ორ გოლს ორიც მიუმატა და პოკერი გაიფორმა - 7:4.

ამგვარად, საქართველოს ვეტერანთა ნაკრები "ზამთრის თასი 2017"-ის გაარჯვებული გახდა.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა