თეგებით ძიება
17. 01. 2017 News-ები

ძაღლები, უძრავი ქონება: ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის განქორწინება

რამდენიმე თვის შემდეგ ჯონი დეპმა და ემბერ ჰერდმა ურთიერთობა გაარკვიეს და შეუძლიათ თავი თავისუფალ ადამიანებად ჩათვალონ. 13 იანვარს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება წყვილის გაყრასთან დაკავშირებით.

დოკუმენტების თანახმად, განქორწინების შემდეგ დეპს უნდა გადაეხადა ყოფილი ცოლისთვის შვიდი მილიონი დოლარი, რომელიც ჰერდის პირობის მიხედვით ქველმოქმედებას მოხმარდება. მსახიობმა ჰერდს უკვე გადაუხადა 200 ათასი დოლარი, მომავალ თვეს კი ემბერ ჰერდის ანგარიშზე კიდევ ერთ მილიონ დოლარს გადარიცხავს. დანარჩენ თანხას ჯონი ეტაპობრივად გადაურიცხავს 2018 წლის თებერვლამდე. გარდა ამისა, ყოფილმა ცოლმა მიიღო ავტომობილი Range Rover 2015 წლის მოდელი და Ford Mustang 1968 წლის მოდელი. ძაღლები და ცხენი ასევე ჰერდთან დარჩებიან. ჯონიმ თავისთვის დაიტოვა მთელი უძრავი ქონება, 42 სატრანსპორტო საშუალება, რომელთა შორისაც არის ნავი და მანქანები გოლფისთვის.

შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი 2015 წლის თებერვალში დაქორწინდნენ, მაგრამ უკვე 2016 წლის მაისში მსახიობმა განქორწინება მოითხოვა და მეუღლე ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა.

ძაღლები, უძრავი ქონება: ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის განქორწინება

ძაღლები, უძრავი ქონება: ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის განქორწინება


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა