თეგებით ძიება
17. 01. 2017 News-ები

თანამედროვე ეტიკეტის წესები

1. არასდროს ეწვიოთ სტუმრად გაფრთხილების გარეშე. როდესაც სახლის პატრონს უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ ეს თქვენს უტაქტობაზე მიუთითებს. თუ თქვენ გესტუმრებოდნენ გაფრთხილების გარეშე, თქვენ ამ დროს შესაძლებელია მხოლოდ ხალათი გცმოდათ. ამიტომაც სანამ სტუმრად წახვლათ იქამდე გააფრთხილეთ ახლობელი, რომ მის მონახულებას აპირებთ.

2. მიესალმეთ თქვენი თანამგზავრის ნაცნობებს. თუ ვინმესთან ერთად მიდიხართ და თქვენი თანამგზავრი ესალმება თქვენთვის უცნობ ადამიანებს, იმავე უნდა გააკეთოთ თქვენც.

3. არ წაიკითხოთ სხვისი წერილები. მშობლებმა არ უნდა წაიკითხონ წერილები, რომლებიც მათი შვილებისთვის არის განკუთვნილი. მეუღლეებიც ასე უნდა მოიქცნენ ერთმანეთთან მიმართებაში. თუ რესტორანში თქვენს თანამგზავრს მობილურის ეკრანზე შეტყობინებები მოსდის არ სცადოთ მათი წაკითხვა.

4. არ დადოთ მაგიდაზე ტელეფონი. ასე თუ მოიქცევით რესტორანში ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მობილურს და რომ საერთოდ არ გაინტერესებთ მოსაუბრის ლაპარაკი. უფრო მეტიც მიღებულმა შეტყობინებამ თქვენ შესაძლოა დაგავიწყოთ გვერდით მჯდომი ადამიანი.

5. თუ თქვენ წარმოთქვამთ ფრაზას: \'\'მე შენ გპატიჟებ\'\', ეს იმას ნიშანავს, რომ ყველაფერი თქვენ უნდა გადაიხადოთ. სხვა ფორმულირებით \'\'მოდი წავიდეთ რესტორანში\'\'-ამ შემთხვევაში თითოეული იხდის თავისთვის. და მაშინ თუ მამაკაცი თვითონ შემოგთავაზებთ თანხის გადახდას, თქვენ შეგიძლიათ დათანხმდეთ.

6. ქუჩაში მამაკაცი ქალს მარცხნიდან უნდა ამოუდგეს.

7. მიესალმეთ პირველი. ვინც არ უნდა იყოთ დაწესებულებაში შესვლისას პირველმა უნდა მიესალმოთ.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა